ვაკო და ანა მარჩილაშვილებმა „ნიჭიერის“ მორიგ ტურში თავი ზღაპრული ნომრით გამოიჩინეს და ჟიურის წევრების რჩეულის ტიტულიც დაიმსახურეს. „მთელი საქართველო ელოდა, დღეს ანა როგორ გამოვიდოდა ამ სცენაზე. ანას გამოსვლა გლობალ ტალანტის გვერდზე მოხვდა, თანაც ორჯერ, მსოფლიო გააკვირვა, ძვირფასო მეგობრებო… ანა, ძალიან მაგარი ხარ. მგონი, შენივე რეკორდის რეკორდი გამოგივიდა“, აღნიშნა თიკა ფაცაციამ.