„დილის ყავა ია ფარულავასთან ერთად“, – „მთავარი არხის“ დილის რუბრიკის სტუმარი მსახიობი და ტელესახე ია ფარულავაა.
მსახიობმა გულწრფელად უპასუხა რუბრიკის ავრორის კითხვებს. ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ ია ფარულავა ხართ…“ მსახიობმა უპასუხა, „ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი“.
„საერთოდ ინტერვიუებს არ ვიძლევი, მეზარება, ამოვწურე მგონია, რომ ყველა კითხვას პასუხი უკვე გავეცი…“ – თქვა მსახიობმა.
მთავარ მოგონებად მსახიობი ბავშვობიდან, სკოლის ასაკს ასახელებს და ჰყვება ამერიკული ცხოვრების დეტალებს:
„თავგადასავალი დაიწყო მაშინ, როცა ამერიკაში წავედი, მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ გამაჩნია, ვარ უპატრონო, ოჯახიც მხარს ვერ მიჭერდა ფინანსურად და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი გამოცდის პერიოდი, მივხვდი, რომ უნდა გავქაჩო და სწორედ აქ იწყება ჩემი თავგადასავალი. სელმა ჰაიეკი ვერ ვიყავი, მაგრამ ჩემს სფეროში ყველაფერი გავაკეთე“, – ამბობს მსახიობი.
☕ დილის ყავა ია ფარულავასთან ერთად☕ დილის ყავა ია ფარულავასთან ერთად ❤️💭 "სულ უნდა ეძებდე საკუთარ თავს, ცხოვრებაში არ უნდა გეშინოდეს არაფრის…"
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025