ვართ ქვეყანაში, სადაც შეიძლება „პოსტის“ გაზიარების გამო ვიღაცა შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს და დაგკითხოს – წარმოუდგენელია, – აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„საქმის მასალებში ჩემი გაზიარებული პოსტი აქვთ ღონისძიების შესახებ, რომელიც „პუბლიკას“ მიერ იყო დადებული. აღმოჩნდა რომ „პუბლიკას“ მიერ დადებული „ნიუსის“ გაზიარება იყო პრობლემა. რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში.
შეუძლებელია, პროკურატურის ქმედებებს რაიმე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს. ვართ ქვეყანაში, სადაც შეიძლება „პოსტის“ გაზიარების გამო ვიღაცა შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს და დაგკითხოს – წარმოუდგენელია“, – განაცხადა ილია ღლონტმა.