აზოვის ბატალიონის მებრძოლი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, აზოვის მებრძოლების სულისკვეთებას ვერც ტანკები და ვერც ვერაფერი გატეხს:
„ეს ის მომენტია, როცა ამბობენ, რომ ფეხზე ვერ დადგები, რომ საჭიროა ფეხის ამპუტაცია, მაგრამ 1 ფაქტორი ავიწყდებათ, აზოვის სულისკვეთებას, შეიარაღებული ძალების სიძლიერეს, ვერც ტანკებით გატეხ და ვერც ვერაფრით.
უკრაინა უპირველეს ყოვლისა! დიდება ერს, სიკვდილი მტრებს!“ – ამბობს ვიდეოში უკრაინელი მებრძოლი.