LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის და რა აკავშირებს ულამაზეს გოგონასთან ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს

2007
ნუცა და გიორგი

ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. უცნობია, აქვს თუ არა ვინმესთან რომანტიკული ურთიერთობა ცნობილ სპორტსმენს და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, რადგან მას პრესასთან საუბარი მსგავს თემებზე არ უყვარს.

მცირე ხნის წინ მას გოგოლა კალანდაძის ქალიშვილთან, ელენე ზურაბიშვილთან აკავშირებდნენ. ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ მაშინ ინტერნეტი „ააფეთქა“, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გიორგი ელენესთან მხოლოდ მეგობრობს.

სოციალურ ქსელში ქეთო თოფურიძემ ასევე გაავრცელა ვიდეო, როგორ უწეს მაისურზე გიორგი სამახსოვრო ავტოგრაფს…

ახლახან კი გიორგისა და ულამაზესი მოდელის, ნუცა კვირკვიას ერთობლივი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ისინი ერთ-ერთ ტრენდს აყოლას ცდილობენ. როგორც ჩანს, ლამაზ გოგონებთან მეგობრობა გიორგისთვის ჩვეულებრივი ამბავია. „ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩაკი“, წერს გოგონა გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ნუცა კვირკვია წარმოშობით ზუგდიდიდანაა.

ვიდეო: „სამახსოვრო ავტოგრაფი გიორგი ჩაკვეტაძისგან“ – რა კადრებს აქვეყნებს ქეთო თოფურიძე

გოგოლა კალანდაძის ქალიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის სახალისო ვიდეო: „ერთმანეთს უხდებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g