LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის მარიამ გაფრინდაშვილის რჩეული: „ძალიან გამიმართლა პროფესიაშიც და პირადშიც… ცოტა დაბნეული ვარ, რადგან პირველია…“

10006
page

„ტვ პირველზე“ „პირველ სტუდიას“ ეკა ჩხეიძესთან ესტუმრა ცნობილი ტელეჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები აქვს და შვილს ელოდება.

„რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის დრო დამრჩა, ასე მოხდა… ისე დალაგდა და დრო გამოვნახე. მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო… ადამიანს რაც გინდა, ყოველთვის აკეთებ. მე ამისი მჯერა და დავიჯერე. ეს წელი ჩემთვის იქნება განსაკუთრებული წელი, იმიტომ, რომ სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის. ჯერ ცოტა დაბნეული ვარ, მაგრამ უკვე იყო ამ ყველაფრის დრო, შესაბამისად, ვემზადები და მაინტერესებს. ცოტა ვნერვიულობ, რადგან პირველია… ბავშვი ჩემს პროფესიაზე არ მოახდენს გავლენას, მაყურებელს თავს არც ერთ შემთხვევაში არ მოვანატრებ. ეს პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ცხოვრებაში მთავარია სიყვარული, ეს პირადი ცხოვრება იქნება, თუ პროფესიული ამბავი. მე ძალიან გამიმართლა ამ ყველაფერში. ვფიქრობ, პროფესიულადაც ძალიან გამიმართლა და პირადშიც…

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი იყო პროფესია, მაგრამ ახლა სხვა ამბავს ველოდები… ეს არის მოლოდინი, რომელსაც უდიდესი ინტერესი უკავშირდება… არ ვიტყვი, ბიჭი მყავს, თუ გოგო…“

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსმა ნიკო მიქაიამ მცირე ხნის წინ მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მასთან რომანი საჯარო გახადა.

„მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები ყოველ შემთხვევაში. იუბილარ მარიამს გაუმარჯოს…“

ვიდეო: „ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება“ – მარიამ გაფრინდაშვილი პატარას მოლოდინშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g