LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ შესთავაზა მასონურ ჯგუფში გაწევრიანება დათო ევგენიძეს – „ზღვარს რომ სცდება შენი მონაცემი და შეგიძლია მსოფლიო ვარსკვლავი გახდე, მომენტალურად გიჭერენ, რომ გაკონტროლონ. მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვსწორდები და ეს არის მაცხოვარი…“

233
84660f2e-9ac1-455b-9e7e-647ea2014369

დათო ევგენიძე ანა შამილაძის გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ იმ შეთავაზებებზე საუბრობს, რომლებსაც მას საზღვარგარეთ უკეთებდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, არასდროს თანხმდებოდა:

„მთელ მსოფლიოში, ამ ვარსკვლავურ სამყაროში, რაღაცა ჯგუფები არის, რომლებიც აკონტროლებენ შოუბიზნესს. როგორც კი ეს შეთავაზება მოდიოდა ხოლმე ჩემთან, რომ რაღაც ჯგუფის წევრი უნდა გავმხდარიყავი, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი და მოვდიოდი თბილისში. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მეუბნებოდნენ, დიდი ვარსკვლავი ხარ, შენს მუსიკას აკეთებ, ჯგუფის წევრი უნდა იყოო. ოთხჯერ მაქვს უარი ნათქვამი. მართლმადიდებელი ვარ… ბოლოს პარიზში ვიყავი, ერთ-ერთ სასტუმროში, უცებ მირეკავს ცნობილი მუსიკოსი, რომელიც 35 წელი არ მინახავს. ჩვენ ყველაფერი ვიცითო… დამისახელა ის ადამიანები, ვინც ჯგუფში შესვლა შემომთავაზეს… უარი რომ ვუთხარი, ჩემს ცოლთან წავიდა… თავს არ მანებებდნენ. ვკითხე, რა არის ეს მასონური ჯგუფი-მეთქი, მომიყვა კომკავშირი… ზღვარს რომ სცდება შენი მონაცემი და შეგიძლია, მსოფლიო ვარსკვლავი გახდე, მომენტალურად გიჭერენ, რომ გაკონტროლონ. მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვსწორდები და ეს არის მაცხოვარი…“

„მეუღლემ თავი შემწირა, ნინო რომ არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდი“ – დათო ევგენიძის ურთულესი ორი წელიწადი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g