LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვირუსის დროს ხველება და ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქციის გამოხატვა…“ – თემურ მიქელაძის რჩევები მშობლებს, როგორ ვმართოთ ვირუსი

105
page

ცნობილი ექიმი, პედიატრი თემურ მიქელაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხველება ისეთი საშიში არ არის, როგორც მშობლებს ჰგონიათ.

თემურ მიქელაძე:

„ახლა წამოვიდა რესპირაციული ვირუსი, რომლის ყველაზე ხშირი გამოვლენაა ხველება. ხველება განსაკუთრებული კატასტროფა ჰგონიათ მშობლებს. ასეთი გამონათქვამიც არის, რომ ხველება თავისით რჩება 7 დღეში, ხოლო ექიმი არჩენს ერთ კვირაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს არ აქვთ ქრონიკული პათოლოგია, ამას ხუთი ან 10 მედიკამენტი შეიძლება დასჭირდეს. ვირუსის დროს ხველება და ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქციის გამოხატვა. თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას 38 გრადუსამდე, მას სიცხის დამწევ საშუალებებსაც არ ვაძლევთ… ვირუსის დროს უნდა ვმართოთ დაავადება დიდი რაოდენობით სითხეებით… თუ კრუპის მსგავსი ხველაა, შეგვიძლია, გამოვიყენოთ გარკვეული მედიკამენტები…“

magti 5g