LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!, თქვე ბოლშევიკებო” – ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

1190
BeFunky-collage - 2023-02-27T231219.362

ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!, თქვე ბოლშევიკებო, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა.

გრიგოლიამ გადაცემაში 1937 წელს, ლავრენტი ბერიას მიერ წინასაარჩევნო კრებაზე ნათქვამი ფრაზები წაიკითხა და დღევანდელობასთან პარალელი გაავლო.

„ვგრძნობ, რომ ჩვენ დიდი ომი გველოდება. რაც ამ 10 წლის მანძილზე გავიარეთ, შესაძლოა იმის ფინალური ეტაპი იყოს. ეს უნდა გადავიტანოთ და მჯერა, რომ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით. ეს განსაკუთრებული ეტაპია.  მძიმე ეტაპი გველოდება მეგობრებო და ხვალ, რომ გაგიჭირდებათ, ერთი თავისუფალი მიკროფონი აღარ იქნება, რომ თქვენი პრობლემა გააშუქოს. ჩვენ ყველას აგენტებად გამოგვაცხადებენ. მინდა გავიხსენო 37-იანი წლები და ვთქვა, რომ დღესაც იგივე რეალობა გვაქვს. სიტყვებით, გამონათქვამებით ზიზღის დანერგვას ცდილობენ. მთავარი პათოსი, ივანიშვილის ანტიდასავლური პლატფორმა, რასაც ამკვიდრებს ქვეყანაში. ეს ბოლშევიკები მართლა, თქვენ ვის უბედავთ, რა აგენტების კანონებიო და აგენტებად გამოცხადება. მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში. თქვე ბოლშევიკებო მართლა”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

პაპუაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე: ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

 

თქვე ბოლშევიკებო! — ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

„ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?! — თქვე ბოლშევიკებო!“ — ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

Posted by Formula • ფორმულა on Monday, 27 February 2023

 

 

magti 5g