თბილისში დღეს, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში გადავარდა.
ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს ავრცელებს გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს”.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.