LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო… ქვეყნის ღირსებას შეეწირა“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა

157
არჩილ ტატუნაშვილი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილი მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივს მიაგებენ.

ადგილზე შეკრებილები არიან გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო პირები. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა 2018 წელს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მოკლული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის დედაც, რომელმაც „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი სამშობლოს ღირსებას შეეწირა.

„აწამეს და წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო, დროშაზე არ შედგებოდა.

როცა შენი შვილი ასე ღირსეულად კვდება – სამშობლოს გულისთვის, ღირსების გულისთვის. სხვა გზა რა გაქვს, შენც ამაყი უნდა იყო და ღირსეულად უნდა მოექცე.

რომ ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ უნდოდათ, შეეწირა ქვეყნის ღირსებას“ – უთხრა არჩილ ტატუნაშვილის დედამ „ტვ პირველს“.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. ერთი დღის შემდეგ, 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო აწამეს.

მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპანტებმა ოჯახს 26 დღის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს.

ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g