„იმედის“ მუსიკალური პროექტის „მიმღერეს“ მორიგ ეპიზოდში მონაწილეებმა ხალხური სიმღერები ანსამბლებთან ერთად შეასრულეს.
მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარდგნენ დედა-შვილი ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი. მათ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად „იმერული ცხენოსნური“ შეასრულეს და მონაწილეებისა და აუდიტორიისგან საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურეს.
ეკა კახიანის და ნინი ბადურაშვილის ხალხური სიმღერა შეაფასეს თავად ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმაც: „წამოდით ჩვენთან ერთად გასტროლებზე, თქვენ რომ დაგინახავენ ასეთ ლამაზ ადამიანებს და ასე მღერით.. არაჩვეულებრივები იყავით, ბასიანის სახელით გილოცავთ ამ წარმატებულ გამოსვლას“, – მიმართა „ბასიანის“ წევრმა გელა დონაძემ მომღერლებს.
ვიდეოს ნახავთ ამ ბმულზე