თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი სივრცე „გარდენია შევარდნაძე“ ხშირად მასპინძლობს მუსიკალურ საღამოებს.
3 ოქტომბერს „გარდენიამ“ ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს უმასპინძლა.
მუსიკოსები მსმენელის წინაშე კარგად ნაცნობი და ყველასათვის საყვარელი ჰიტებით წარდგნენ. უდიდესი ოვაციები დაიმსახურა ცნობილმა კომპოზიციამ „მესხური“, რომელიც მსმენელისთვის კიდევ უფრო ცნობილი გახდა როგორც თანამედროვე ქართულ სერიალ „ტიფლისის“ საუნდტრეკი.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 