რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ბუნებრივია, ცერემონიალს პატარ-პატარა ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად ლედი გაგას შესახებ გიამბობთ, რომელმაც, მართალია, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ვერ მოიპოვა, თუმცა პერფორმანსით საზოგადოებას თავი ნამდვილად დაამახსოვრა. ვარსკვლავი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ორჯერ მოხვდა.
ვიდეო: ლედი გაგამ „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე დახეული ჯინსით და მასიურით იმღერა
როდესაც მომღერალი წითელ ხალიჩაზე ენერგიულად მიემართებოდა, უეცრად შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ფოტოგრაფი წაბორძიკდა და წაიქცა. ლედი გაგა უკან მიბრუნდა, ფოტოგრაფს დაეხმარა და ის წამოაყენა. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა თაყვანისმცემლების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოიწვია.
„ყველაზე გულისხმიერი ვარსკვლავი“, „საოცარი ქალია“, – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: ლედი გაგამ 67 წლის ბრენდან გლისონს ტუჩებში აკოცა
lady gaga the only person who went back to help someone who fell on the red carpet…. this woman is is so kind and humble #Oscars pic.twitter.com/d9Bm0VFkZl
— pop culture gal (@allurequinn) March 13, 2023