გადაცემას „ყავა ბათუმურად“ ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა.
ნიკოლოზმა გადაცემაში არაერთ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი ბავშვებს შეეხებოდა.
„საერთოდ, ყველაზე რთული მგონია, რომ შვილის გაზრდაა..დღევანდელ ბავშვებში ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ საერთოდ ოცნება აღარ აქვთ..მაგალითად ჩემთვის, ექსკურსიაზე წასვლა რა იყო იცი? მთელი წელი ველოდებოდი. სადღაც მოხვედრა იყო უდიდესი მოლოდინი. ახლა ყველაფერია, ეს რა საკვირველია კარგია, მაგრამ, ის აღფრთოვანებული თვალები რაც გვქონდა, ჩვენი შვილების თაობას, ბევრს არ აქვს,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ წულუკიძე.