რეტრო ავტომობილების გამოფენაზე, რომელიც ზაპოროჟიეში გაიმართა, ახალი რეკორდი დამყარდა. ზაპოროჟეცში 17-მა ადამიანმა შეძლო ჩატევა.
გასულ წელს, ამავე ღონისძიებაზე ზაპოროჟეცში 14 ადამიანი ჩაეტია, შარშანწინ კი 12. ამასთან, აბსოლუტური რეკორდი ლვოვის კლუბს ЗАЗ-Казак-ს ეკუთვნის. კლუბმა წინა სავარძლები მოხსნა და ხუთიდან 13 წლამდე ასაკის 26 ბავშვი ჩაატია.