ზურა კობიაშვილი, რომელიც მეორე ნახევართან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. საოპერო მომღერალი პრესტიჟულ ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა:
„სასწაულები ხდება… შობას, 7 იანვარს მქონდა მოსმენა The Juilliard School-ში, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. ეს ამბავი მანამდე არ გამოვაქვეყნე, სანამ დღეს ოფიციალური მეილი არ მივიღე, რომ ჯულიარდის სტუდენტი გავხდი… დიდებული 2026 წელი დაიწყო ჩემთვის ამერიკაში.. ახალი ცხოვრება და მზადება ამერიკის სცენებისათვის!“
