LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეოჯარიმების შემთხვევაში 100-ქულიანი სისტემა არ იმოქმედებს

61

ვიდეოჯარიმების შემთხვევაში, 100 ქულიანი სისტემა არ იმოქმედებს და დამრღვევ მძღოლებს ქულები მხოლოდ პატრულის მიერ უშუალოდ მოქალაქის დაჯარიმების შემთხვევაში დააკლდებათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება და ეს სპეციალური პროგრამით მოხდება.

“საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები