LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიეტნამის ტროტუარები ტურისტებისთვის ძალიან საშიშია

136
a6-1678246615-1620-1678248074-9901-6556-1678265027

ტურისტები მასობრივად ჩივიან, რომ ვიეტნამის ულამაზეს ქალაქ ჰანოიში ტროტუარები სერიოზული საფრთხის შემცველია. საქმე ისაა, რომ ტროტუარები ავტომობილებითა და მოტოციკლეტებითაა სავსე, თანაც ეს ტრანსპორტი მოსეირნე ქვეითებს შორის დადის, წერს VnExpress.

უცხოელები ამბობენ, რომ დაჯახებისთვის თავის არიდებისთვის იძულებულები არიან საავტომობილო გზაზე გადაინაცვლონ. არადა წესით, ტროტუარი მხოლოდ ფეხითმოსიარულეებისთვის უნდა იყოს და მთავრობამ ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.

ჰანოის ადმინისტრაციაში პირობა დადეს, რომ პრობლემას ერთი თვის ვადაში მოაგვარებენ. მთავრობას სურს, რომ ქვეითებს სხვა წინაღობებიც (მაგალითად სარეკლამო ბანერები თუ უფუნქციო კონსტრუქციები) მოაშოროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები