მსახიობი ვიკა კალანდია სულ ერთი წელია, საჭეს უზის.მიიჩნევს, რომ კარგი მძღოლია, ის, რაც ჯერ კიდევ ცოტა უჭირს, პარკინგია, მოსწონს ისეთი მანქანები, რომლებსაც მაღალი „პასადკა“ აქვს. რამდენიმე დღის წინ თბილისის „აუდის“ ცენტრს (მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ძეგლის წინ) ეწვია, სადაც მისივე თქმით, „საოცარი მანქანები“ ნახა. „როცა მანქანის გამოცვლას გადავწყვეტ, აუცილებლად „აუდიზე“ შევაჩერებ არჩევანს“, ამბობს მსახიობი.
ვიკა, როგორ მძღოლი ხარ?
ერთი წელია, რაც საჭესთან ვზივარ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი მძღოლი ვარ, თუმცა ცოტა თამამად ვატარებ და ამის გამო მეგობრები წინ არ მისხდებიან, ხუმრობენ, შენ მფარველი ანგელოზი კი გყავს, მაგრამ ჩვენ გვეშინიაო (იცინის).
როგორი მანქანები მოგწონს?
ჯიპის სტილის უფრო, რაც მყავს კიდეც. როცა მანქანას ვუყურებ, პირველ რიგში, მის „პასადკას“ ვაქცევ ყურადღებას, თუ დაბალია, არ მომწონს. ქალაქგარეთ სიარულისთვისაც შესაბამისი უნდა იყოს. გარდა ამისა, რასაკვირველია, ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, „აუდის“ მაღაზიაში რომ შევედი, ისეთი დახვეწილი ვიზუალის მანქანები ვნახე, საოცარი, რომ გადავწყვიტე, მანქანის გამოცვლას რომ გადავწყვეტ, აუცილებლად „აუდიზე“ შევაჩერებ არჩევანს. გარდა ამისა, მანქანა უნდა იყოს კომფორტული. კიდევ ერთი, რაც მომეწონა „აუდიში“, ისაა, რომ პარკინგ-კონტროლი აქვს, ჩემთვისაც და ზოგადად, ახალბედა მძღოლებისთვისაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია: როდესაც მანქანა მიგანიშნებს, როგორ უნდა დააპარკინგო. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ მიჭირს, სწორედ პარკინგია. მანქანებში რომ ჩავჯექი, კიდევ ერთი რამ შევამჩნიე, დიდი სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი თითქოს ვიზუალურად პატარაა. ესეც ძალიან მომეწონა. მთლიანობაში, ნანახით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ყველაზე მეტად კი „აუდის“ A1 მომეწონა (იღიმის).
ნინო მურღულია
Audi A1 • საბაზო ფასი 14 137 EUR
A6 allroad Quattro • საბაზო ფასი 39 826 EUR
Audi A7 Sportback • საბაზო ფასი 38 167 EUR
Audi Q3 • საბაზო ფასი 23 747 EUR
Audi A4 • საბაზო ფასი 22 598 EUR