LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

165
GetJet-Airlines-Unveils-New-Logo-and-Embarks-on-Full-Rebranding

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.  როგორც ცნობილია, ჩარტერული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს, ბათუმს ლიეტუვადან 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95%-  ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს GetJet Airlines-ი სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს. 2020 წლისთვის კი იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსიბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები