LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უფრო მასშტაბურად აღვნიშნავთ – ნიდერლანდების ელჩი ლგბტ აქტივისტების აქციაზე მივიდა

89

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლგბტ ჯგუფის აქტივისტები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მივიდა.

იოჰანეს დუმას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ, თავს დაცულად და თავისუფლად უნდა გრძნობდნენ.ამასთან, იოჰანეს დუმამ განაცხადა, რომ შსს-ს მუშაობით კმაყოფილია.

“ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვართ და ორმაგად სასიხარულოა, რომ აქ უსაფრთხოების შეგრძნება გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უფრო მასშტაბურად და თავისუფლად აღვნიშნავთ”- განაცხადა ელჩმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g