LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არ დაჯარიმდება პირბადის არტარებისთვის: ოხანაშვილის განმარტება

390
BeFunky-collage

ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ წესებს შორის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად პირბადის ტარება ძალაში რჩება, ხოლო ამ  წესის დარღვევისთვის  საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ფულადი ჯარიმის განსაზღვრას უახლოს დღეებში დაამტკიცებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამონაკლისი შემთხვევის დაშვებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის მოქალაქეები, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  არ შეუძლიათ  პირბადე ატარონ, არ დაჯარიმდებიან, თუ  სამედიცინო დაწესებულებიდა შესაბამის ცნობას წარადგენენ. ანრი ოხანაშვილის განამრტებით, ის ადამიანები, ვინც ინფიცირებულები არიან ან ინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება, მათთან მიმართებაში ეს გამონაკლისი ვერ იქნება.

“იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ, პირბადე ატარონ და პირიქით, ამან შეიძლება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მისცენ ცნობა. მათ აქვთ „გაიდლაინები“ (სახელმძღვანელო პრინციპები) და ასეთი ცნობის მქონე პირები არ დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ინფიცირებულები არიან ან შესაძლო რისკჯგუფთან ჰქონდათ შეხება, ეს გამონაკლისი ვერ იქნება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხს დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები