LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეები

93

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ და ამჟამად პორტუგალიის ”პორტუს” კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეეები დაასახელა. ესპანელმა ოთხი გვარი ახსენა, ვისაც დიდი მომავალი ელით.
მადრიდის ”რეალის” ლეგენდამ ტვიტერის მომხმარებელს უპასუხა, რომელიც იკერის აზრით დაინტერესდა ახალი ტალღის ყველაზე ნიჭიერი გოლკიპერების შესახებ.
”ჩემთვის ესენია დევიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ბერნდ ლენო” – დაწერა კასილიასმა.

34 წლის გოლკიპერს ესპანეთის ნაკრებში 164 მატჩი აქვს ჩატარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები