LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის გოგო, რომელიც უცნობ მოზარდს წყლის ჭავლისგან იცავდა:„დამეხმარეთ, ვეძებ იმ პატარა გოგოს, რომელიც გვერდში დამიდგა, რომ წყლის ჭავლს მარტომდგარი არ წავექციე“

902
თამარ გიორგაძე

30 აპრილს, მთელი ღამის განმავლობაში, საზოგადოება ტელეეთერით და სოციალური ქსელების საშუალებით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას, სადაც სპეცრაზმელებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, სამართალდამცველებმა კი 63 დემონსტრანტი დააკავეს.

„კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე შენი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა“ – როგორ ეხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობა გუშინდელ დემონსტრაციას

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან ერთ-ერთში ჩანს, სპეცრაზმელების მიერ გაშვებული წყლის ჭავლის დროს, როგორ იცავს ახალგაზრდა გოგო მოზარდს, რომელიც სპეცრაზმელებს შიშველი ხელებით წინ დაუდგა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადრებში დედა-შვილი იყვნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან.

გოგო, რომელიც მოზარდს მხარში ამოუდგა, არქეოლოგი თამარ გიორგაძეა, რომელიც „ისნტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სთორის აქვეყნებს და მოქალაქეებს სთხოვს, მოზარდის პოვნაში დაეხმაროს:

„ვეძებ იმ პატარა გოგოს, ვინც გვერდში დამიდგა, რომ წყლის ჭავლს მარტომდგარი არ წავექციე, თუ ვინმეს შეგიძლიათ, დამეხმარეთ, არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინაა“, – წერს თამარ გიორგაძე.

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

„პატარა ბიჭს იჭერდნენ, ვეცადე გამომეგლიჯა ხელიდან.. რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა“ – სოფო ჯაფარიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

უწყების ცნობითვე, გასულ ღამეს აქციაზე სამართალდამცველებმა 63 პირი დააკავეს. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

სლაიდზე გამოყენებული ფოტო: „პუბლიკა“

magti 5g