გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული ნიკოლოზ კვარაცხელია გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის “Feedc”-ი შექმნა.
ბიჭი, რომელიც ვერაზე მოკლეს, „ფეისბუქის“ მსგავსი პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა - „პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გამიჩნდა "Feedc"-ის იდეა“
პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გამიჩნდა "Feedc"-ის იდეა.
მედიაში ვრცელდება მთავარი მოწმის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით.
მთავარი მოწმე „პირველებთან“ საუბარში ყვება,რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა. კვარაცხელია კლინიკაში მიყვანამდე გონზე იყო.
„მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ.
ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ გასროლა მოხდა პისტოლეტიდან. დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. დავინახეთ, რომ ძირს ეგდო, დაჭრილის ავტომობილით გადავიყვანეთ კლინიკაში”- აცხადებს თვითმხილველი.
მისი თქმით, კვარაცხელიას ავტომობილს 2 ნატყვიარი ეტყობოდა, თავად დაჭრილი კი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა:
გონზე იყო, თავიდან სასწრაფო დახმარება ითხოვა. კონტაქტური იყო, სახელი და გვარი ვკითხეთ. ამბობდა, არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდაო… მხოლობითში საუბრობდა ძირითათად”- უთხრა მედიას საქმის მთავარმა მოწმემ.
მოკლული მამაკაცი ცნობილი “კანონიერი ქურდის” გია კვარაცხელიას ვაჟია. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.
„რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, გია კვარაცხელია ე.წ. კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა “კანონიერმა ქურდებმა“ – პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა “მონათლეს“.
კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. მის ამჟამინდელ საცხოვრებელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ზოგი იტალიას, ზოგიც თურქეთს ასახელებს.
ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა “კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან.