LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 5 პაციენტი: მინისტრის განმარტება

735
BeFunky-collage (11)

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი  5 პაციენტიდან ორი ბათუმში, სამი კი ქუთაისში გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 51-დან 90 წლამდეა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ორი ბათუმში, სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას შინ დარჩენისკენ, რომ არ გახდეს საჭირო შეზღუდვების კვალ დაწესება.

დავრჩეთ სახლში, რათა არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ: ტიკარაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 46 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g