ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს. ინფექციონისტი რისკჯგუფში მყოფი ადამიანების შესახებაც საუბრობს:
„რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულ ცხოველებთან აქვთ შეხება, ის ადამიანები, ვისაც ამ დაავადებით ინფიცირებულ ადამიანთან აქვთ ან მის ნივთებთან შეხება. საბედნიეროდ, დღეს აღწერილი შემთხვევები შედარებით ნაკლებად რთული ფორმებით გამოირჩევა. 100-მდე შემთხვევაა მსოფლიოში დადასტურებული და ლეტალობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს“, – ამბობს ჩოკოშვილი.