LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ბრძანდება ქალბატონო კილაძე, რომ პარლამენტის წევრებს წაკუზულებს ეძახის: იაგო ხვიჩია

3770
BeFunky-collage

“გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრი” მიმდინარეობისას პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ელისო კილაძესთან კამათი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მხარეების მიერ ხელმოწერის შეფასებისას კილაძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი იყო მასკარადი.

“თუ გარიგებაზე მიდიოდით, თავისუფლად შეგეძლოთ ეს გაგეკეთებინათ მას შემდე, რაც ნიკა მელია დატოვებდა ციხეს. მთელი ეს სპექტაკლები და მასკარადები რაც ვნახეთ საჭირო არ იყო. ჩემთვის ყველა ვინც გუშინ იქ იდგა, არის ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი ბევრად უფრო ღირსეულად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ მან თავიდანვე თქვა – ესენი ყველანი პარლამენტში შემოვლენ, მე კი შევდივარ პირდაპირ”, – თქვა ელისო კილაძემ.

ამის პასუხად იაგო ხვიჩიამ მიმართა:

“ვინ ბრძანდება ქალბატონო კილაძე, რომ პარლამენტის წევრებს წაკუზულებს ეძახის.. მე არ მინდა ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება!” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ რის შემდეგაც მან “პოლიტმეტრის” სტუდია დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g