“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი წარადგინა.
ესენი არიან:
1. ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი;
2. ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი;
3. ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი;
4. თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
5. ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი;
6. ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი;
7. ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი;
8. ქეთევან მატაბელი – მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი;
9. ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი;
10. ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი;
11. გიორგი წურწუმია – ჰიდროინჟინერი;
12. თამაზ ბუთხუზი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი, პროფესორი.

ბიზნესმენმა საზოგადოებას ოგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. შეგახსნებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა პოლიტიკურ მოედანზე გადასვლის შესახებ პირველად საჯაროდ 2 თვის წინ განაცხადა, მაშინ როდესაც პროკურატურას მის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით ჰქონდა დაწყებული. ბიზნესმენი ამ საქმეს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას უკავშირებს.
