LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი: კვარაცხელია ათეულშია – ნახე ხვიჩას კონკურენტები

63
GettyImages-1416511517-620x349

ქართველის შთამბეჭდავი სტარტი, რომელიც პირველი ორი ტურის შემდეგ 3 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ტოტალიზატორებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.

სერია A-ს პირველ ორი ტურში მან ყველა გარეკანი პატივით დაიმსახურა. ქარიშხალმა ხვიჩამ „ვერონასა“ და „მონცას“ დაარტყა, „ნაპოლი“ ცხრილის სათავეშია ქულის დაუკარგავად, ბურთების უკეთესი სხვაობით. 3 გოლით (და საგოლე პასით) კვარაცხელია ბომბარდირთა სათავეშია და ასეთი აღმაფრთოვანებელი სტარტის შემდეგ, ოპერატორთა იერარქიაში რამდენიმე პოზიციაზეც ზემოთ ავიდა. ზუსტი პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია და ცხადია, რომ ივნისში ქართველს არ მოიხსენიებდნენ ბომბარდირთა დავაში. იმავდროულად, ახლა ათეულთან ახლოსაა და შეიძლება უფრო მაღლაც ავიდეს.

აი ასე იწყებს სტატიას „გაძეტა დელო სპორტი“, რომელიც სერია ა-ს შესაძლო ბომბარდირებს ეხება. მონაცემები ბუნებრივია ბუქმეკერებს ეყრდნობა.

ტოტალიზატორების ცნობით, სამი მოთამაშეა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთნაირი შანსით იწყებს: ორი ფავორიტია – ვლაოვიჩი და ლუკაკუ, ასევე ბოლო ჩემპიონატის ბომბარდირი იმობილე. სერბი ყველაზე მეტად კოტირებულია 4.00-ზე (დუბლი „სასუოლოს“ წინააღმდეგ პირველ ტურში). „ინტერის“ ბელგიელი ცენტრფორვარდის კოეფიციენტი 4.00-დან 4.50-მდე მერყეობს, ხოლო „ლაციოს“ მოთამაშეზე 5.0-ია. ორივეს თითო გოლი აქვს ამ ეტაპზე.

ამ სამეულის შემდეგაც არანაკლებ შიშისმომგვრელი სახელებია. ხვიჩას თანაგუნდელი ოსიმენი (8.00), ლაუტარო მარტინესი (11.00), აბრაჰამი (13:00), ზაპატა (26:00).
შემდეგ მოდიან ბერარდი, დიბალა და კვარაცხელია – 33.00. ქართველი უფრო წინ დააყენეს, ვიდრე იოვიჩი, სიმეონე, ჟირუ, ლეაო, ჯეკო, მურიელი.

პროგნოზში აუტსიდერებად მოიხსენიეს სხვა დიდი სახელები, მაგრამ მათი შანსი საუკეთესო ბომბარდირი გახდნენ, ძალიან მცირეა. 100.00 და მეტი კოეფიციენტებით ჩამოწერეს არნაუტოვიჩი, ორიგი, ძანიოლო, რასპადორი, ლოსანო, დი მარია, დეულოფეუ, კიეზა, პედრო და თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები