LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება წლის ფეხბურთელი: პრეტენდენტები გაირკვა

23

დღეს ცნობილი გახდა Globe Soccer Awards-ის ვერსიით ”წლის საუკეთესო ფეხბურთელის” წოდების პრეტენდენტთა ვინაობა. როგორც Globesoccer.com წერს, ნომინანტთა სიაში არიან ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, გარეთ ბეილი, ანტუან გრიზმანი, ჯეიმი ვარდი და გონსალო იგუაინი.
დაჯილდოების ცერემონიალი 27-28 დეკემბერს, დუბაიში შედგება.

2015 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლიონელ მესის ერგო, საუკეთესო კლუბად „ბარსელონა“, საუკეთესო მწვრთნელად კი ბელგიის ეროვნული ნაკრების მაშინდელი და აწ უკვე ყოფილი თავკაცი მარკ ვილმოტსი დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები