LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი?“ – ალეკ ბოლდუინი უბედური შემთხვევიდან 5 თვეში ორ იტალიურ ფილმში ითამაშებს

194
Untitled.pngyt

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმის The Rust გადაღებების დროს ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ის ალეკ ბოლდუინის „ბრმა ტყვიამ“ იმსხვერპლა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ბოლდუინის წინააღმდეგ ჰაჩინსის ოჯახმა სარჩელი შეიტანა, მსახიობი კი თვლის, რომ მათ მისგან ფულის გამოძალვა სურთ.

ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ ჰალინა ჰაჩინსის ოჯახს მისგან ფულის გამოძალვა სურს

ალეკ ბოლდუინს ახალი ბრალდება წაუყენეს – უახლესი დეტალები სასამართლოდან

ახლა კი ირკვევა, რომ 63 წლის მსახიობი ორ ახალ როლზე დაამტკიცეს, ეს გახლავთ ორი იტალიური, საშობაო ფილმი. „პატარა სანტა“ და „ბილის ჯადოსნური სამყარო“. პირველი ფილმის გადაღებები მალე დაიწყება, მსახიობი იტალიაში, რომში გაემგზავრება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებისგან მწვავე კომენტარები მოჰყვა.

„ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი?“„ჯერ მხოლოდ ხუთი თვე გავიდა“, „მას არ აქვს უფლება გამოძიებამდე რაიმე ფილმში მიიღოს მონაწილეობა“, – წერენ კომენტარებში.

„მსახიობმა იარაღის გამოყენება უნდა იცოდეს“ – ნიკოლას ქეიჯი ალეკ ბოლდუინის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები