LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინს ახალი ბრალდება წაუყენეს – უახლესი დეტალები სასამართლოდან

1237
page

თვეები გავიდა ფილმის The Rust გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიიდან, თუმცა, აღნიშნული შემთხვევის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ იკლებს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესიც და პერიოდულად მედიის საშუალებით ახალი დეტალები იკვეთება.

„მსახიობმა იარაღის გამოყენება უნდა იცოდეს“ – ნიკოლას ქეიჯი ალეკ ბოლდუინის შესახებ

ვიდეო: „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს“ – ალეკ ბოლდუინი ინტერვიუს დროს ატირდა

ახლახან, სასამართლოს მორიგი სესიიდან ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ჰანა გუტიერესი, რომელსაც იარაღების კონტროლი ევალებოდა, ალეკ ბოლდუინს ახალ ბრალდებას უყენებს. მისი განცხადებით, მსახიობი იარაღის მოხმარების ტრენინგზე არცერთხელ გამოცხადებულა და არც გადაღებების დაწყებამდე გაუვლია ინსტრუქტაჟი.

აღნიშნული ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, 63 წლის ალეკ ბოლდუინს ბრალად საქმისადმი გულგრილობა წაეყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები