LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, არც ენმ-ს თავმჯდომარეს ეკითხება და არც „ოცნების“: გიორგი გახარია

87
გახარია

„საერთოდ, ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორის,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პარტიების თავმჯდომარეების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მას სიმართლის თქმის რესურსი და უფლება აქვს, რომელსაც ვერავინ წაართმევს.

„პარტიის დაფუძნების პირველივე დღეს, პირველი სიტყვები, რაც ვთქვით: „ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ,“ ეს ტყუილად არ მითქვამს – ეს არის ის ფასეულობები, რაზე დაყრდნობითაც მე ეს ნაბიჯი გადავდგი.

ამის შემდგომ, უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იძახის, რომ აგერ ვნახავ, გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერე საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე ან არ მივცემო.

დღეს კიდევ გამოსულა „ოცნების“ თავმჯდომარე და გახარიამ ახსნას მიშა სააკაშვილის… ახლა როგორ იტყვისო, მერე ჩვენ ვაკვირდებით და დასკვნას გავაკეთებთო. აი, საერთოდ არ მაინტერესებს! არცერთს უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, ვინ იქნება პოლიტიკურ ველზე, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორის თავმჯდომარეს ეკითხება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრისას თქვა, მისთვის უაღრესად სამწუხარო და უდიდესი იმედგაცრუებაა „აი, ამ ორი ლექსიკის ერთმანეთის ძალიან მსგავსება.“

„ისეთივე, როგორც, მაგალითად დღეს უთქვამთ, რომ შეხედეთ, რომელი ტელევიზიები „აპიარებენ “ და აქედან გავაკეთოთ დასკვნა, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია არის თუ არა მიშა სააკაშვილის პროექტიო და დღეს, აქ „იმედი“ არ არის. მე ხომ ვთქვი, რომ სიმართლის თქმის რესურსი და უფლება მაქვს და ამას ვერავინ წამართმევს,“ – განაცხადა გახარიამ.

დღეს ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: გიორგი გახარია

„იმედი“ ჩემთვის პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა: გახარია

 

magti 5g