LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გონიოში ტრაგიკულად დაიღუპა

1311
2026-08-02_00-59-48_607399

გო­ნი­ო­ში ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე 40 წლის მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გუ­ლი ნა­წი­ლი­დან ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი სა­ბარ­გულ­ში იჯდა, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ღუ­პუ­ლია ბესო მი­ქე­ლა­ძე, რო­მელ­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

„დიდი მწუ­ხა­რე­ბით ვეხ­მა­უ­რე­ბით ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლის, ბესო მი­ქე­ლა­ძის, გარ­დაც­ვა­ლე­ბას. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ჩვე­ნი გუნ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წევ­რი იყო და მისი ხსოვ­ნა ყო­ველ­თვის პა­ტი­ვით დარ­ჩე­ბა ჩვენს გუ­ლებ­ში. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლას, ვი­საც მისი და­კარ­გვა მძი­მე ტკი­ვი­ლად ექცა. ვი­ზი­ა­რებთ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას.ნა­თე­ლი მის ხსოვ­ნას“, – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები