“ის მტერი და გამყიდველია, რომელმაც თავისი სამშობლო გაყიდა და მზადაა ნებისმიერი პროვოკაცია განახორციელოს, მხოლოდ იმისთვის, რომ თავის საცოდავ პერსონაზე ყურადღება მიიქციოს”, – ამის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ განაცხადა.
ამ საკითხზე კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნავალნი მტერია და მის ისლამოფობიურ ხედვებსა და ასევე ცხოვრების სტილს ისლამთან არაფერი საერთო არ აქვს.
“ვინ მისცა ნავალნის მორალური უფლება წმინდა ყურანი ახსენოს? ადამიანი, რომელიც მუსლიმ ქალებს შუა საუკუნეების ველურებს უწოდებს, მონაწილეობს მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, დღეს ცდილობს იაფი რეაბილიტაცია მოახდინოს და მუსლიმების კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ნავალნის უფლება არ უნდა მიეცეს “ჭუჭყიანი ხელებით ყურანს შეეხოს”. – წერს კადიროვი.
შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ვლადიმირსკის ოლქის კოლონიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ მას არ აძლევენ ყურანს, რომლის შესწავლასაც აპირებდა.
“დაპატიმრებისთანავე შევადგინე სია თვითგაუმჯობესებისთვის რის გაკეთებას ვაპირებდი პატიმრობისას,” – აცხადებს ნავალნი, მისი თქმით, ამ სიაში შედიოდა ყურანის წაკითხვაც იმისთვის, რომ უკეთ გაეგო ისლამისა და მუსლიმებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამას მოითხოვს მისი, როგორც ქრისტიანის განვითარებაც.