LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოერევა, ბრედ პიტი თუ ტომ კრუზი? – ლეგენდარული მსახიობების ორთაბრძოლის ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

154
page

ცოტა ხნის წინ, მედიაში ლეგენდარული მსახიობების, ბრედ პიტისა და ტომ კრუზის ორთაბრძოლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. კადრებში 62 წლის ბრედი და 63 წლის ტომი თავდაუზოგავად იბრძვიან.

ვიდეო იმდენად რეალისტური იყო, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ეგონა, რომ ეს რაიმე ახალი ფილმის ნაწყვეტი გახლდათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ის ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას ByteDance ეკუთვნის, ვიზუალურად უფრო კინემატოგრაფიული ჩანს, ვიდრე აქამდე ნანახი მსგავსი AI კონტენტი.

გავრცელებული ვიდეო ირლანდიელმა რეჟისორმა რუაირი რობინსონმა შექმნა Seedance 2.0-ის გამოყენებით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ძლიერი ვიდეოგენერატორია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ელემენტი აქვს, ფართო კადრები, მკაფიო ხმოვანი ეფექტები, დაძაბული მუსიკა და ბრძოლის ფანტასტიკური ქორეოგრაფია.

„დედპულის“ სცენარისტმა, რეტ რიზმა ინტერვიუში თქვა, რომ კრუზისა და პიტის ვიდეოს ნახვისას „ცივმა ოფლმა დაასხა“.

„ჩვენთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში ვმუშაობთ და მთელი ცხოვრება და კარიერა ამ საქმეს მივუძღვენით, ეს უბრალოდ შემზარავია. პირდაპირ ვხედავ, როგორ შეიძლება ყოველივე ამან უამრავი სამუშაო ადგილი შეიწიროს“, – განაცხადა სცენარისტმა.

თავად ბრედ პიტსა და ტომ კრუზს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ფოტო/ვიდეო: უბერებელი ბიჭების დიდი შეხვედრა წითელ ხალიჩაზე – 61 წლის ბრედ პიტისა და 62 წლის ტომ კრუზის ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

ცნობისთვის, ბრედ პიტსა და ტომ კუზს ნილ ჯორდანის საკულტო ფილმი, „ინტერვიუ ვამპირთან“ აერთიანებთ, რომელიც 1994 წელს გამოვიდა და „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები