LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვლის ილონ მასკს – Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პოსტს ტოვებს

117
musk (1)

ილონ მასკი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. მისი განცხადებით, ახალი ხელმძღვანელი უკვე შერჩეულია, თუმცა ვინაობას ჯერ საჯაროდ არ ასახელებს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დავიქირავე ახალი აღმასრულებელი დირექტორი X/Twitter-ისთვის. ის თავის მოვალეობების შესრულებას დაახლოებით 6 კვირაში დაიწყებს“, – დაწერა მან.

ინფორმაცია ილონ მასკმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბიზნესმენის თქმით, ის თავად კომპანიაში კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის და ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს და ზედამხედველობას გაუწევს პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემების გამართულობას.

WSJ-ის ცნობით, Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება NBCUniversal-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინდა იაკარინო გახდეს.

ილონ მასკმა Twitter გასული წლის ოქტომბერში, $44 მილიარდად შეისყიდა და მას მერე, კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g