LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უზრუნველჰყოფს პანდემიის დროს ტრანსპორტირებას და როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული – იურისტის რჩევები

456
129040173-941811659917586-2166591032363282239-n

კორონაპანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, გადაცემა „კანონის ფარგლებში“ უკვე დაეთმო. როგორც გაირკვა, 28 ნოემბერს, „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ, დასაქმებულები ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ასევე აღმოჩნდა, რომ ქუჩაში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის გამოწერა არაკანონიერია და მისი გასაჩივრება შეგიძლიათ. იურიდიულ კონსულტაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ლომიძე გაგიწევთ.

რა პრობლემებით მოგმართავენ მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც კორონაპანდემიის გამო ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რა ქეისები გაქვთ?

უამრავი ზარი შემოდის, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს, დასაქმებულებს უწევთ საკუთარი ფულის დახარჯვა ტაქსებში. ეს არის სერიოზული პრობლემა. ეს საკითხი 28 ნოემბრის შემდეგ გამოიკვეთა. შეზღუდვები აუცილებელი იყო, მაგრამ უნდა ყოფილიყო ხაზგასმული, რომ კომპანიებმა თავად უზრუნველყონ თანამშრომლების გადაადგილება. როგორც აღმოჩნდა, დასაქმებულებს ემუქრებიან, რომ თუ სამსახურში არ გამოცხადდებიან საკუთარი ხარჯით, ისინი დაკარგავენ სამსახურს. წარმოიდგინეთ, მაგ. 500 ლარი რომ აქვს ადამიანს, დავუშვათ წერეთელზე ცხოვრობს და ვარკეთილში მუშაობს, რა დაუჯდება ტაქსით გადაადგილება.

ძირითადად, რომელ სფეროებში დასაქმებულები არიან ეს ადამიანები. სასურსათო მაღაზიებს ეხება?

არა მარტო მათ. ბევრი მიმართულება მუშაობს, სადისტრიბუციო ქსელი, ავტომომსახურების ცენტრები, მარკეტები… იქ ბევრ პოზიციაზე არიან ადამიანები დასაქმებულები. იცით რას სთავაზობენ ? მოძებნე სამეზობლოში ვინმე, ვისაც მანქანა ჰყავს და შეამხანაგდითო. თუ მანქანაში 4-5 კაცი იჯდება, მაშინ რატომ შევზღუდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ვინმე პროტესტს აფიქსირებს, რომ არ მაქვს საშუალება ტაქსით ვიარო, ეუბნებიან – მაშინ დატოვე სამსახური.

რას ურჩევთ, ვისაც მსგავსი სიტუაცია შეექმნა?

პირველ რიგში, ნახეთ თქვენი შრომითი ხელშეკრულება. უნდა იცოდეთ რავადიანია ეს ხელშეკრულება. თუ კიდევ 5-6 თვე არ იწურება, ვერ მოგიშლიან ასე კონტრაქტს. ეს საქმე კომპანიისთვის თავიდანვე წაგებული იქნება. თუ ეს ხელშეკრულება ვერ ნახეთ, მოითხოვეთ, ოღონდ არა ზეპირად. გამოგიგზავნონ ოფიციალურად მეილზე. თუ უკვე სრულდება კონტრაქტი, შეიძლება გითხრან, რომ ესაა გაშვების მიზეზი. თუ 30 თვეზე მეტი გაქვთ ნამუშევარი, თქვენ უვადოდ დასაქმებული ხართ და არაფრის უნდა გეშინოდეთ. როცა არ შეგიძლიათ ტრანსპორტით გადაადგილება, ან ხელფასზე დანამატი მოითხოვეთ, ან ტრანსპორტი თავად უზრუნველყონ. მოგვმართეთ და დაგაკვალიანებთ როგორ უნდა გააკეთოთ.

რაც შეეხება ჯარიმების ნაწილს, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ქუჩაში პირბადის არქონის გამო დაჯარიმება, რასაც როგორც ვიცი, კანონი არ ითვალისწინებს…

ადამიანებს იმ დროსაც კი აჯარიმებენ ზოგჯერ, როცა ქუჩაში სიგარეტს ეწევიან, ან საკვების მიღების დროს. ეს აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სადაც წერია, რომ პირი უნდა დაჯარიმდეს დახურულ სივრცეში პირბადის გამოიყენებლობის გამო. ამ კანონის შემავსებლად მოიაზრებენ დადგენილებას, რომელიც კანონქვემდებარე აქტია. ასეთი აქტით დაზუსტება, რომ შემოვიღოთ დამატებითი სანქცია, მაგრამ იურისტებმა ვიცით, რომ არ შეიძლება. დადგენილებას ვერ ექნება ეს ძალა. უკვე გასაჩივრებულია ასეთი ჯარიმები. ახლა საინტერესოა, როგორი მიდგომა ექნება სასამართლოებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ კუთხით საქმიანობს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ასეთი შემთხვევები იქნება, დაგვიკავშირდნენ. სრულიად უფასოდ გთავაზობთ კონსულტაციებს.

როგორ და სად დაგიკავშირდნენ?

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხოლოდ თბილისში არ უწევს უფასო კონსულტაციებს. თბილისი და ქვემო ქართლი – 577 62 01 91; კახეთი – 599 228652; შიდა ქართლი – 591 019955; იმერეთი – 597 010487.
ესენი არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, როლებიც მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში მიმდინარე პროცესების დროს სამართლებრივი ნაწილის მოგვარებაში ეხმარებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g