LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ წაიყვანს განახლებულ TopGear-ს კრის ევანსთან ერთად?

55

კომპანია BBC 2016 წლიდან საავტომობილო სამყაროში ყველაზე ცნობილი შოუს, TopGear-ის განახლებული გადაცემის ჩაწერებს იწყებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

მას შემდეგ, რაც კომპანიის ხელმძღვანელობასა და გადაცემის ყოფილ წამყვან ჯერემი კლარკსონს შორის უთანხმოება მოხდა, შოუს ეთერში გასვლა დიდი ხნის განმავლობაში სათუო იყო. საბოლოოდ ჯერემი და მისი გუნდი AmazonPrime-ზე გადაბარგდნენ და იქ აგრძელებენ მოღვაწეობას, ხოლო BBC-მ ახალი სეზონის დასაწყისი სექტემბრის შუა რიცხვებში დაანონსა, ხოლო წამყვანად კრის ევანსი დანიშნა.

დღეს კი ირკვევა, რომ გადაცემას კრისთან ერთად კიდევ რამდენიმე ცნობილი სახე გაუძღვება. ყველასათვის მოულოდნელი შოუში ”ფორმულა 1”-ის ყოფილი მრბოლელის დევიდ კულხარდის გამოჩენა გახდა. დევიდთან და კრისთან ერთად გადაცემას გერმანელი მრბოლელი საბინა შმიცი და ავტოჟურნალისტი კრის ჰარისი გაუძღვებიან.

თუ ბრიტანულ გამოცემას The Sun დავუჯერებთ, გადაცემის პირველ ეპიზოდს 2016 წლის მაისში ვიხილავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ TopGear-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 200 ქვეყნის ეთერით გადაიცემოდა. მაყურებელთა სიმრავლის გამო, TopGear-ი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

 

დევიდ კულხარდი

coulthard1_2475869b

საბინა შმიცი

Sabine_Schmitz

კრის ჰარისი

chris-harris-porsche-2-5512c5ab99e55

კრის ევანსი

Chris-Evans-Top-Gear-590687

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები