LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინაა შენი რომანა, შე ქაჯო?!… ათეულ ათასობით დოლარის ღირებულების „ფირმა“ ტანსაცმელი დაუობდა საწყალს. არა და დახედეთ ამ ფოტოებს, როგორ სტილნად ეცვა, რა ევროპულად…“ – გოცირიძე კალაძეს პასუხობს

608
რომან გოცირიძე კახა კალაძეს

„ამ კაცს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. რაც ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიწყეს საუბარი, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმაც კი აუკრძალეს,“ – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას.

ვის უთენებდნენ ღამეს გაუგებარია – სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას – კალაძე

„ვინაა შენი რომანა, შე ქაჯო?!: ამ კაცს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. რაც ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიწყეს საუბარი, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმაც კი აუკრძალეს.

რაიკომის მდივნებს რომ ეცვათ, იმნაირი ორბორტიანი კოსტუმებით დაიარება პანაშვიდებზე, იმ ბრძენი კაცის ჩაცმის სტილს რომ დაემსგავსოს.

ათეულ ათასობით დოლარის ღირებულების “ფირმა”ტანსაცმელი დაუობდა საწყალს. არა და დახედეთ ამ ფოტოებს, როგორ სტილნად ეცვა, რა ევროპულად, რა საყვარლად ჩანჩურულად, რა ფერადად, რა არატრადიციული.

მორჩა ზეიმი.

ჰო, ჰუდებიც და ფერადი ქუდებიც არაო“! – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g