ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება სოციალურ ქსელში.
მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე
წესით, პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და ათასობით შემთხვევა არ გვაქვს: იმნაძე
“ვინც ახლა ამ კაცს ასე ალაპარაკებთ ჩვეულებრივი მავნებლები ხართ. პოლიტიკურ მარიონეტებად აქციეთ ადამიანები ვისაც ხალხი უსმენდა. მიუღებელია ასე საჯარო მოხელე ელაპარაკებოდეს საზოგადოებას კი არა ხალხს მასწავლებელს, გლეხს, ინჟინერს, მუშას, მძღოლს და ჟურნალისტს… ძალიან არასწორი სტრატეგია აირჩიეთ. არ იმსახურებენ ადამიანები ასეთი მიმართვას.. გავიგე,ბატონო, კუბოები, იტალიასთან პარალელები- ეს მესიჯი “საჭირო შეშინება” იყო დღესასწაულების წინ. მაგრამ ისე ნუ იზამთ ,დაგჭირდეთ ამ ადამიანების სიტყვების ჩვენამდე მოტანა, სერიოზული კრიზის თუ პიკის დროს და არავინ მოუსმინოს.”- წერს მანჯგალაძე.