„ვინც ჩემი ოჯახის ბულინგით ხართ დაკავებული და არ იზიარებთ ობიექტურ, რეალობას, ადამიანურ მორალს, არ და ვერ გესმით (კაცობა, ქალობა) ზნეობა, შინაგანი სინდისის ენა, უცხოა თქვენთვის განსხვავებული აზრი, საკუთარი საქმისადმი პატივისცემა, უმორჩილესად გთხოვთ, თავად ამოიშალოთ ჩემი „მეგობრების“ სიიდან- unfollow“, – ამის შესახებ მომღერალ გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე, ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც 12 ივნისს, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გამართულ კონცერტზე მომხდარ ამბავს ეხმაურება.
„ბევრნი იქნებით და სამწუხაროდ ამდენი თავისუფალი დრო არ მაქვს!
სიყვარულით ანე
როცა რაღაც არ მოგვწონს, კორექტულადაც არის შესაძლებელი ამის გადმოცემა,
რეცეპტი: სულ ცოტა ჰომოსაპიენსის
უნარებს + კაცთმოყვარეობა = პატივისცემას თანამემამულის
ბიჭებო მიყვარხართ!“, – წერს ანეტა ნიკურაძე.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტები დაწერეს ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა.