ეკონომისტი ოთო აბესაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ დაიჯერონ და არ მიჰყვნენ ფინანსურ პირამიდებს.
„სამწუხაროდ ყველა ჩემი პროგნოზი ახდა (stepen, tesla media, lyst) ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ვწერდი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “ქილიკი” ასეთ დროს. ადამიანებმა დაკარგეს ფული.
არა უშავს. მოდი, ასე შევხედოთ, თქვენ ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ “500 დოლარის ისწავლეთ“.
მომავალში, სანამ დააპირებთ მსგავს ინვესტიციას, ყოველთვის მიმართეთ თქვენს გარშემო მყოფ ფინანსისტებს, ან მომწერეთ ნებისმიერ დროს. არასოდეს დაგზარდებით გონივრული რჩევისთვის.
ახლა უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ “მიღებულ განათლებას” და გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება ❤️❤️❤️“. – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.