LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გაშმაგებით გვლანძღავნდა, იმ ხალხს პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში – ელისაშვილი

51
ALEKO

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეცვლილ პოლიტიკას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მოქალაქეებმა ისე მიიღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, რომ სხვას არ დალოდებიან და ამისთვის ჯვარზე გააკრეს.

„ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით ლამის ჯვარს გვაცვეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს.

იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც.

იმიტომ რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო და ამიტომ ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა, ვინც გაშმაგებით გვლანძღავნდა იმ ხალხს, რა თქმა უნდა, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ“, – წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ხელმოსაწერად განახლებული დოკუმენტიო წარუდგინა.

დღეს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ მზადაა, წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

„ქართულმა ოცნებამ“, კი რომელმაც ცალმხრივად უკვე მოაწერა ხელი კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, მზადაა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ოღონდ  მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ დოკუმენტში ცვლილებები აღარ შევა.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს

„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს

მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა

„ლელო“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს

5- პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ ხელი უნდა მოვაწეროთ: ვაშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g