LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც პროგრესს ვერ ხედავს, ალბათ პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნია – სესიაშვილი ბრაიზას პასუხობს

68

ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას პასუხობს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება და ჩამოთვალა მიმართულებები, სადაც პროგრესი დაფიქსირდა.
”ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ეს არის ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის უელსის სამიტის გადაწყვეტილება. მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მაღალ ეტაპზე ურთიერთობის ინტენსივობის კუთხით. ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ. მე შემიძლია ის გითხრათ, რასაც გვეუბნება ნატო, რასაც გვეუბნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომ საქართველო დღეს ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მიზანთან გაცილებით ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება მუშაობა, შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობაც, რაც შეიძლება პირდაპირ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული”, -განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g