„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ვინც, სალომე ზურაბიშვილს მიანიშნა, რომ ნიკა გვარამია შესაწყალებელი იყო, მას საქართველოში პოლარიზების გაღვივება სურს“.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა თავისთავად ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვას, თუ როგორ შეაფასებს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, კობახიძე პასუხობს, რომ „გვარამიას დიდი რესურსი არ აქვს, უბრალოდ, და ეს პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს“.