მართალია, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი და დიპლომატი ნიკოლო მაკიაველი რენესანსის ეპოქაში მოღვაწეობდა, მაგრამ მის თხზულებას „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“ და „ფლორენციის ისტორია“ თანამედროვე პოლიტიკოსებიც საუკეთესო სახელმძღვანელოებად თვლიან.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ ნიკოლო მაკიაველის ფრაზებს:
ყველა იმას ხედავს, რასაც აჩვენებ და ძალიან ცოტამ იცის, სინამდვილეში რას გრძნობ.
ის, ვინც ნაკლებადაა ბედისწერის იმედზე, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ძალაუფლებას.
რწმენით, რომ ახალი მმართველი უკეთესი იქნება, ადამიანები ყოველთვის სიხარულით ილაშქრებენ ძველის წინააღმდეგ, თუმცა სწრაფად რწმუნდებიან, რომ ყოველი ახალი ძველზე უარესია.
თავიდანვე უნდა შეეგუო აზრს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება საეჭვოა, რადგან ერთ უსიამოვნებას გაქცეული, აუცილებლად მეორეს გადააწყდები.
ნებისმიერი ცვლილება გზას ახალ ცვლილებებს უკვალავს.
გაკიცხვის ღირსია ის, ვინც არ ითვალისწინებს საკუთარ შესაძლებლობებს და მაინც ნებისმიერ ფასად ცდილობს სასურველის მიღწევას.
უგუნურები ვერასდროს ამჩნევენ შხამს იმაში, რაც კარგად გამოიყურება.
მმართველის გონიერება პირველ რიგში მის გარშემო შეკრებილი ადამიანებით ისაზღვრება.
ხალხის ბუნების ამოსაცნობად ხელმწიფე უნდა იყო, ხელმწიფის ბუნების ამოსაცნობად კი, ხალხს უნდა ეკუთვნოდე.
ადამიანი გაკიცხვისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე შექებისკენ.
საუკეთესო სახელმწიფო ისაა, სადაც ადამიანები განცხრომით ცხოვრობენ და ნეტარებას ეძლევიან.
ადამიანები ყოველთვის უმადურები და ხარბები, მერყევები და პირფერები არიან, საფრთხეს გაურბიან და სულ გამორჩენაზე ფიქრობენ.
ადამიანი ყოველთვის გარეგნობით აფასებს და არა შინაარსით, რადგან თვალი ყველას აქვს აქვს, გამჭრიახობა კი, იშვიათს.
მხოლოდ იმისთვის აქვს ადამიანს ენა, რომ ნამდვილი ფიქრები, აზრები დამალოს.
უკეთესია დამარცხდე შენიანებთან ერთად, ვიდრე გაიმარჯვო უცხოებთან ერთად, რადგან არასდროს იქნება ის გამარჯვება ჭეშმარიტი, რომელსაც სხვისი იარაღით მოიპოვებ.
ადამიანი მანამდეა კეთილი, სანამ გარემოება არ აიძულებს გახდეს ბოროტი.
ვისაც მშვიდობა უნდა, ომისთვის უნდა მოემზადოს.