ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
როგორც კრამონი აღნიშნავს, ეს ყველაფერი ცუდ ხუმრობას ჰგავს.
“როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა”, – დაწერა ევროპარლამენტარმა.